Skip to main content

დავით გარეჯის პრობლემა და საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები

 დავით გარეჯის პრობლემა და საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები 





ნიკა ჩიტაძე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი

ევროპის უნივერსიტეტის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი 


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს ურთიერთობები აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში განვითარდა. ერთობლივი ენერგეტიკულმა, სატრანსპორტო და კომუნიკაციურმა პროექტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ორივე ქვეყნის სტაბილურობის განმტკიცებასა და და ეკონომიკური განვითარების საქმეში.

ამავე დროს, ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებთან ერთად, ჯერჯერობით საბოლოოდ არ არის დადგენილი სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. კერძოდ, ჯერ კიდევ არ არის დემარკირებული სახელმწიფო საზღვრის 30%-ზე მეტი, რაც გარკვეულ ტერიტორიულ თუ სასაზღვრო პრობლემებს წარმოშობს, რაც განსაკუთრებით დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან ვლინდება.

მონასტრისაკენ მიმავალი გზა პირველად აზერბაიჯანული მხარის მიერ 2012 წლის მაისში მთელი ორი კვირით ჩაიკეტა.

უნდა აღინიშნოს, რომ რომ  დავით გარეჯის კომპლექსთან და ზოგადად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამ მონაკვეთთან დაკავშირებული პრობლემა უკვე წლებია დროდადრო მწვავდება ხოლმე, ხელისუფლებების მოლაპარაკებების შემდეგ კი მხოლოდ დროებით გვარდება.

სახელმწიფო საზღვრის კონკრეტული მონაკვეთის ბედი დღემდე გაურკვეველია. უცვლელია მთავარი კითხვაც: რა უშლის ხელს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დასრულებას?

ქართული მხარის მტკიცებით, მომავალში მხარეები აქტიურად იმუშავებენ, რათა მოგვარდეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებული პრობლემა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დ. ზალკალიანმა განაცხადა დაახლოებით ორი წლის წინ განაცხადა, რომ პროცესი შეფერხებული იყო კომისიებში არსებული ცვლილებების გამო“ და რომ „აზერბაიჯანის მხრიდან კომისიაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა“.

ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის საკითხის მოგვარების თაობაზე 2019 წლის თებერვალში საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებიც შეთანხმდნენ. კერძოდ, გაკეთდა განცხადება, რომ „განახლდება საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მუშაობა, რათა საქმე ბოლომდე მივიდეს“.

თუმცა ამ შეხვედრიდან დაახლოებით ორ თვეში, პრობლემა ისევ გამოიკვეთა.

რა შეიძლება სურდეს აზერბაიჯანს?

შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ აზერბაიჯანი ვერ თმობს უდაბნოს მთას, რომელზეც ამავე დასახელების მონასტერი მდებარეობს. სხვადასხვა ექსპერტის  აზრით, ეს მთა მეზობელი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეს წარმოადგენს, რომლის დათმობაც აზერბაიჯანს არ სურ.

დიდი ალბათობით, სწორედ ეს ფაქტორია მთელი პროცესის მთავარი შემადგენელი ნაწილი და სანამ საზღვრის დემარკაციის პროცესი არ დასრულდება და ორი ქვეყანა სახელმწიფო საზღვარზე საბოლოოდ არ შეთანხმდება, მსგავსი ინციდენტები, რაც 2019 წლის აპრილში წინასააღდგომოდ მოხდა, ისევ შეიძლება განმეორდეს.

ამ პრობლემის გადაჭრა საქართველომ წინა ხელისუფლებების დროს რამდენჯერმე სცადა და აზერბაიჯანს გამოსავლად ე.წ. „ტერიტორიის გაცვლა“ შესთავაზა, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯია.

საქართველომ, აზერბაიჯანს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნისას შესთავაზა ტერიტორიის გაცვლა ბერთუბნის მონასტერთან მიმართებით. თუმცა, მაშინ შეთანხმება ვერ შედგა. შემდეგი მცდელობა იყო უკვე უდაბნოს მონასტერთან დაკავშირებით, ოღონდ, უკვე დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის დროს, გასული საუკუნის 90-იან წლებში, მაგრამ აზერბაიჯანმა  კატეგორიული უარი განაცხადა.

შესაძლებელია, რომ ჩიხიდან გამოსვლის ერთდერთ გზას ტერიტორიების გაცვლა წარმოადგენდეს.

საერთო ჯამში აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გასწიოს, რომ უდაბნოს და ჩიჩხიტურის (ეს უკანასკნელი, შეუთანხმებელი საზღვრების მიხედვით, აზერბაიჯანებელებს თავიანთი ტერიტორიის კუთვნილებად და ალბანურ ძეგლად მიაჩნიათ) მონასტრები არ მოწყდნენ იმ ერთიან, 24 მონასტრიან კომპლექსს, რომელიც საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე მდებარეობს მდინარე მტკვარსა და მდინარე იორს შორის.

გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაახლოებით 2,5 კილომეტრზეა განთავსებული და სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია საქართველო-აზერბაიჯანის 450 კილომეტრიანი საზღვრის ერთ-ერთ დაუდგენელ მონაკვეთში.

საზღვრის სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია, რომელიც 1996 წლიდან მუშაობდა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეთანხმდა ტერიტორიაზე - გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთაზე, რომელზეც სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილი უფროსი - ივერი მელაშვილისა და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დაკავება გახლავთ საფუძველს მოკლებული, რადგანაც სასაზღვრო პრობლემის წარმოშობაში მთავარი ბრალი მიუძღვის პირველ რიგში საქართველოს ბოლშევიკურ ხელისუფლებას, როდესაც 1921 წელს, ამიერკავკასიის ფედერაციის კავბიუროს ხელმძღვანელმა სერგო ორჯონიკიძემ საქართველოს სსრ ხელისუფლებასთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება გარეჯ-ყარაიას ტერიტორიის და ისტორიული ჰერეთის (ე.წ. საინგილო - ზაქათალის, ბელაქნის და კახის რაიონები) აზერბაიჯანის სსრ-ისთვის გადაცემის შესახებ. მას შემდეგ, მათ შორის კომუნისტური მმართველობის პერიოდში ვერ იქნა დადგენილი ჯერ მოკავშირე რესპუბლიკებს, ხოლო საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ ორ სახელმწიფოს შორის სახელმწიფო საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთი.

სამწუხაროა, რომ აღნიშნული სასაზღვრო საკითხის წინ წამოწევა არჩევნების წინ, მმართველი პარტიის რეიტინგზე დადებითად ვერ აისახება, რადგანაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ დავით გარეჯთან დაკავშირებით ორი ადამიანის - ცნობილი მეცნიერების და საქართველოს ღირსეული მოქალაქეების დაკავება აღქმული იქნება როგორც წინასაარჩევნო პიარ-სვლა, რომლის მიზანსაც დიდი ალბათობით წინა ხელისუფლების (რომლის დროსაც ბატონი მელაშვილი და ქალბატონი ილიჩოვა აწარმოებდნენ მოლაპარაკებას აზერბაიჯანის მხარესთან) დისკრედიტაცია შეიძლება წარმოადგენდეს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების რიგი წარმომადგენელი აღღვევს უდანაშაულობის პრეზუმპციას და პირდაპირ სდებს ბრალს სასაზღვრო საკითხებზე მომუშავე ორ პიროვნებას და მათ ქართული მიწების მეზობელი სახელმწიფოსთვის გადაცემაში ადანაშაულებს.   

Comments

Popular posts from this blog

Coronavirus and its possible impact on the world economy on the examples of international oil production and oil prices

    By: Nika Chitadze President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia – International and Security Research Center Director of the Center for International Studies Professor of the International Black Sea University In terms of social-economic aspects related to COVID 19, International Community is faced before the following sad reality. According to the International Monetary Fund, if humanity manages to defeat Coronavirus by the end of 2020, then the world economy will shrink by about 3%, which is a relatively optimistic scenario. By the other words, the world will suffer much worse if the international community fails to defeat Coronavirus by the end of this year. It is noteworthy that during the economic crisis of 2008-2009, the world economy shrank by only 0.08%.  As for the 3% decrease of the world economy during the year, it can be assumed that if according to today's data, the world's Gross Domestic Pr...

Some views on Russia's possible support of terrorism on the example of cooperation between Kremlin and the Taliban movement in Afghanistan

By: Nika Chitadze President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia - International and Security Research Center  Professor of the International Black Sea University Invited Professor of the European University and Caucasus International University Director of the Center for International Studies   Introduction As it is known for the international community, in recent years, there has been a discussion within the international community about the widespread information that Russia has been secretly supporting the Taliban for many years in order to activate resistance of this terrorist group against US Armed forces in Afghanistan. However, US President Donald Trump wrote on Twitter that the relevant reports obtained by US intelligence were not considered credible, and the Kremlin and the Taliban also denied reports that representatives of GRU - Russian military intelligence department   were paying money to the Taliban and offering...

Security trends on the Eurasian Periphery and Their impact on Eurasia

Security trends on the Eurasian Periphery and Their impact on Eurasia By: Nika Chitadze. Ph.D. President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia – International and Security Research Center NATO School. Oberammergau (Germany). February, 2005 Introduction Eurasia   /jʊəˈreɪʒə/  is the combined  continental landmass  of  Europe  and  Asia . The term is a  portmanteau  of its constituent continents (Europe and Asia). Located primarily in the  Northern  and  Eastern Hemispheres , it is bordered by the  Atlantic Ocean  to the west, the  Pacific Ocean  to the east, the  Arctic Ocean  to the north, and by  Africa , the  Mediterranean Sea , and the  Indian Ocean  to the south. The division between Europe and Asia as two different continents is a historical  social construct , with no clear physical separation between them; thus, in some parts o...