Skip to main content

რამდენიმე მოსაზრება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ისტორიაზე რუსეთის მიერ საქართველოს ორი ისტორიული ტერიტორიის შესახებ რეალური სიმართლის დამახინჯების მცდელობის საწინააღმდეგოდ ვლადიმერ პუტინის ინტერვიუს მაგალითზე


ნიკა ჩიტაძე











შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი

ჯორჯ მარშალის სახელობის ცენტრის კურსდამთავრებულთა კავშირი, საქართველო - საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის პრეზიდენტი 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო კვლევების  ცენტრის დირექტორი

ელ-ფოსტა: nchitadze@ibsu.edu.ge

ტელ: (+995 577465300)

აბსტრაქტი

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული პოლიტიკის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს შედეგს „ჩრდილოელი მეზობლის“ მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ოკუპაცია წარმოადგენს, შეშფოთების დამატებით საფუძველს ოფიციალური კრემლის მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების პოლიტიკის წარმოება წარმოადგენს.
აღნიშნულის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ისტორიული ფაქტების დამახინჯება, როდესაც მოსკოვი მაქსიმალურად ცდილობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული თავისი აგრესიული ქმედებები საერთაშორისო საზოგადოების წინაშე გაამართლოს იმის მტკიცებით, რომ ისტორიულად არც აფხაზეთი და არც ცხინვალის რეგიონი არასდროს არ შედიოდნენ საქართველოს შემადგენლობაში და სწორედ რომ საქართველო ახორციელებდა აღნიშნული ტერიტორიების დაპყრობას, რის ნათელ მაგალითსაც თითქოს საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში სტალინის და ბერიას საქმიანობა წარმოადგენს, როდესაც თითქოს კომუნისტური პარტიის ამ ორმა ქართველმა ლიდერმა ორივე რეგიონი ძალით შეიყვანა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში, რომლის ფარგლებშიც, როგორც ოსი, ასევე აფხაზი მოსახლეობა მუდმივი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. ამიტომაც, სწორედ რუსეთმა დაიცვა როგორც ოსი, ასევე აფხაზი ხალხები ქართველთა მხრიდან გენოციდისაგან და „ისტორიული სიმართლე აღადგინა“. კრემლის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში მდგომარეობამ კულმინაციას მიაღწია ამხანაგ პუტინის მიერ 2019 წლის ზაფხულში ინტერვიუს მიეცემის შემდეგ, როდესაც მან სხვადასხვა მას-მედიის საშუალებებს ვრცელი ინტერვიუ მისცა და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შესახებ სრული ტყუილები ისაუბრა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თითოეული საქართველოს მოქალაქის და პირველ რიგში ქართველი მეცნიერების ვალია, რომ საერთაშორისო, მათ შორის რუსულ საზოგადოებას და ასევე ბევრ ჩვენს თანამემამულეს ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიების საქართველოსადმი ისტორიული კუთვნილების შესახებ.
შესაბამისად, კვლევის მიზანს წარმოადგენს ყველა იმ ისტორიული ფაქტის დეტალური ანალიზი, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ისტორიას უკავშირდება, რათა კიდევ ერთხელ გაქარწყლებულ იქნეს ის ტყუილი, რომლის შესახებაც საქართველოს ისტორიის დამახინჯების მიზნით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფართო აუდიტორიის წინაშე ისაუბრა.    
მთავარი სიტყვები: რუსეთი, საქართველო, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დეზინფორმაცია, ისტორია 


Nika Chitadze
Associate Professor of the Caucasus International University
Director of the Center for International Studies of the International Black Sea University
Tel: (+995 577465300)

Abstract

Within the framework of Russia's policy against Georgia, one of the main results of which is the occupation of Abkhazia and the former South Ossetia Autonomy Region - two historic regions of Georgia by  "northern neighbor", additional concern is the official Kremlin's policy of spreading misinformation against our country.
One striking example of this is a distortion of historical facts, when Moscow is trying to justify its aggressive actions against Georgia before the international community by claiming that historically neither Abkhazia nor the Tskhinvali region have never been part of Georgia and that it was Georgia, which occupied the Abkhazia and "South Ossetia" .  A clear example of it was period of the existence of Soviet Union, when the two Georgian leaders of Communist Party J. Stalin and L. Beria initiated the forceful entrance of Abkhazia and "South Ossetia" within Georgian Soviet Socialist Republic, where both, ossetian and abkhazian people were under the serious pressure.  According to Putin, that is why Russia protected both Ossetian and Abkhaz peoples from "genocide" from the Georgians side and "restored historical justice." In the framework of the Kremlin's hybrid war, the situation culminated  following an interview with Comrade Putin in the summer of 2019, when he gave extensive interviews to various media outlets and spoke full lies about Abkhazia and Samachablo.
In view of the foregoing, it is the duty of every Georgian citizen and, first of all, Georgian scientists, to provide objective information to the international community, including the Russian community, as well as to many of our compatriots about the historical belonging to Georgia of the territories of Abkhazia and Samachablo.
Thus, the purpose of the study, is to provide a detailed analysis of all the historical facts concerning the history of Abkhazia and Samachablo in order to re-ignore the lie that Russian President Vladimir Putin spread by the appealance to a wide audience in order to distort history of Georgia.
Key words: Russia, Georgia, Abkhazia, Samachablo, misinformation, history.






შესავალი
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დღევანდელი ურთიერთობების გათვალისწინებით, აუცილებლობას წარმოადგენს სხვადასხვა კვლევების განხორციელება და ნაშრომების გამოქვეყნება და შესაბამისი მოსაზრებების შეთავაზება როგორც საერთაშორისო, მათ შორის რუსული და ასევე ქართული საზოგადოების წინაშე ვლადიმერ პუტინის მიერ 2019 წლის ზაფხულში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც როგორც საქართველოსთვის რუსეთის მიერ სანქციების არ დაწესებას და საქართველოს ისტორიული წარსულის დამახინჯებას უკავშირდება. ალბათ თითოეული ჩვენთანაგანის ვალია, ღრმად და საფუძვლიანად გავაანალიზოთ და შესაბამისი პასუხი გავცეთ საქართველოს ისტორიის ყველა გამყალბებელს ვლადიმერ პუტინის თამადობით და ჩვენი ხმა მივაწვდინოთ როგორც ჩვენს ყველა თანამემამულეს, პირველ რიგში კი ალბათ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელებს, და ყველას ვაცნობოთ ჩვენი ისტორია, რომ როგორც აფხაზეთი, ასევე სამაჩაბლო საქართველოს ორ ისტორიულ რეგიონს წარმოადგენს და საქართველოს ფარგლებში ეს ორი ერი ყველანაირი უფლებებით სარგებლობდა.

რუსეთის მხრიდან ეკონომიკური სანქციების დაწესების შესაძლებლობა და საქართველო

რაც შეეხება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციების არ შმოღებას, ყველანი ძალიან კარგად ვხვდებით, რომ როდესაც ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია და ერთი ჟურნალისტის განცხადებების გამო (გიორგი გაბუნიას გადაცემა ტელეკომპანია „რუსთავი-2-ში“) ქართველი ხალხის პატივისცემის ნიშნად საქართველოს ეკონომიკურ სანქციებს არ დაუწესებს, ნათლად ჩანს, რომ ჩვენი ქვეყნის დაუძინებელ მტერს სხვა მზაკვრული მიზნები ამოძრავებს. ერთ-ერთი გახლავთ ის, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსულ ბაზარზე იზრდება - 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით 37%-ით გაიზარდა, ამავე წლის მონაცემებით ქართული ღვინის 60%-ზე მეტი (550 ათას ბოთლზე მეტი) რუსულ ბაზარზე რეალიზდება (მედია ბიზნესისთვის, 2019), ამიტომაც პუტინის ერთ-ერთ მთავარ მიზანს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა წარმოადგენს, ამის შემდეგ რუსეთისთვის საქართველოს დაშანტაჯება და მუქარა, რომ რუსეთს ყოველ წუთს შეუძლია ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზარი ჩაკეტოს, ჩვენს ქვეყანასთან პოლიტიკური ვაჭრობის საწარმოებლად უფრო ადვილი იქნება.

ამის შემდეგ, პრო-რუსული ძალების ლიდერებმა საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის მიმართ მადლობები არ დაიშურეს. თუმცა, ის რაც პუტინმა ამ განცხადების შემდეგ განაცხადა, გაცილებით საშიშია, ვიდრე რუსეთის მიერ სანქციების დაწესება.

პუტინის მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯების მცდელობა ოკუპირებული რეგიონების მაგალითზე

ვრცელ ინტერვიუში, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტმა ისტორიის გაკვეთილი ჩაატარა“, კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მოსკოვშიც და თბილისშიც ბევრი ეცადა, ისტორიის გაყალბების მცდელობა სანქციებზე უარის თქმის პოზიტიური შედეგებით გადაეფარა, თუმცა საქართველოს ეროვნული და პროდასავლური ძალები მათ რიცხვში არ არიან. პუტინის კომენტარის თითოეული წინადადება იყო სიცრუე, ამიტომაც აუცილებელია ერთად დავინახოთ თუ როგორ ტყუილებს ავრცელებს პირადად პუტინი და მთლიანად კრემლი საქართველოს ისტორიის - პირველ რიგში კი საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შესახებ. კერძოდ:

ამხანაგმა პუტინმა განაცხადა: მე რითი ვხელმძღვანელობ, ცოტა წარსულში უნდა ჩავიხედოთ, ისტორიაში. უყურეთ: ოსეთი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში (მგონი სწორად მახსოვს) 1774 წელს. შევიდა მთლიანად, როგორც სამხრეთი, ასევე ჩრდილოეთ ნაწილი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო“ (პრესა.გე. 2019).

პირველი ტყუილი - ტერმინ „სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით“: ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ პირველად გამოყენებულ იქნა 1830 წელს საქართველოში გამომავალ გაზეთში — «Тифлисские ведомости», სადაც ანონიმი ავტორის სტატია იყო გამოქვეყნებული, რომელშიც ნახსენები იყო ტერმინი — „სამხრეთ ოსეთი, როგორც ცხინვალის რეგიონის ეთნიკური ოსებით დასახლებული რეგიონი. იმავე სტატიაში იგივე ავტორი იყენებს ტერმინს ჩრდილოეთი ოსეთი, ანუ ოსებით დასახლებული ტერიტორია ჩრდილოეთ კავკასიაში. სხვათა შორის, აღნიშნული ტერმინის შემოღების შემდეგ, საქართველოს გასაბჭოებამდე რუსეთის იმპერიას ძალისხმევა არ დაუკლია ქართველებსა და ოსებს შორის შუღლის გასაღვივებლად. კერძოდ, გორის მაზრას, რომელიც ტფილისის გუბერნიის შემადგენლობაში შედიოდა, მე-19 საუკუნის 40-იან წლებში ჩამოაცილეს ეთნიკური ოსებით დასახლებული ტერიტორია და მას „ოსეთის ოკრუგი“ უწოდეს (ჩიტაძე, 2011).

მეორე ტყუილი „ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის იმპერიაში „ნებაყოფლობით“ შესვლის შესახებ: 1774 წელს სოფელ ქუჩუკ-კაინარჯიში (დღევანდელი ბულგარეთის ტერიტორია) გაფორმებულ იქნა ზავი, რომლის მიხედვითაც დასრულდა რუსეთ-ოსმალეთის 1768-74 წლების ომი. ხელშეკრულების შედეგად, რუსეთის იმპერიამ კონტროლი დაამყარა მნიშვნელოვან ტერიტორიებზე ჩრდილოეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. ბევრი ისტორიკოსი თვლის, რომ სწორედ ამ ომის დასრულების შემდეგ დაიწყო რუსეთის იმპერიის მიერ კავკასიაზე კონტროლის გამყარების პროცესი. ამავე ზავით, რუსეთის ახალი საზღვარი კავკასიაში გადიოდა მდინარე თერგზე. ჩრდილოეთ კავკასიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის თანამედროვე დღევანდელი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორია რუსეთის იმპერიის შემადგელობაში შევიდა, თუმცა, აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ რუსეთის შემადგებლობაში, ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შედეგად არ მოქცეულა საქართველოს დღევანდელი ტერიტორიის არცერთი კვადრატული მეტრი, ხოლო რაც შეეხება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტომონომიური ოლქის ტერიტორიას, იგი ქართლ-კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა და რუსეთის იმპერიაში ქართული სამეფოს გაუქმებისა და მისი ანექსირების შედეგად 1801 წელს შევიდა, ხოლო ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“, როგორც უკვე აღინიშნა, პირველად 1830 წელს გამოჩნდა.     

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. სიტყვა ოსეთი ქუჩუკ-კაინარჯის ხელშეკრულების სხვადასხვა მუხლებში საერთოდ არ არის ნახსენები, რასაც მოწმობს თვით რუსული წყაროები (ჩვენ რომ ტენდენციურობა არ დაგვწამონ). მაგალითისთვის,  ქუჩუკ-კაინარჯის ზავთან დაკავშირებით, რუსულ საინფორმაციო პორტალზე, История РФ -ზე დაყრდნობით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ შესაბამის ვებგვერდზე სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნულია ის ტერიტორიები, რომელიც რუსეთმა მიიღო. გთავაზობთ ტექსტის უცვლელ ვერსიას რუსულ ენაზე:

Мир был заключен 10 июля 1774 г. в деревне Кючук-Кайнарджи. К России отходили причерноморские города Керчь, Еникали, Кинбурн. Российской признавалась Кабарда на Северном Кавказе. Россия получила право иметь военный и торговый флот на Черном море. Торговые суда могли беспрепятственно проходить в Средиземное море через турецкие проливы Босфор и Дарданеллы. Дунайские княжества (Валахия, Молдавия, Бессарабия) формально остались за Турцией, но фактически Россия держала их под своей защитой. Турция обязывалась выплатить огромную контрибуцию в 4 млн. рублей. Но самой существенной потерей Блистательной порты являлось признание независимости Крымского ханства.

როგორც ვხედავთ, თვით რუსეული წყაროებშიც კი, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“, ან „ჩრდილოეთ ოსეთი“, ან საერთოდ „ოსეთი“ არსად არ ფიგურირებს. ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიებიდან ხელშეკრულებაში მხოლოდ „ყაბარდოა“ ნახსენები.

გარდა ამისა, ამხანაგ პუტინისთვის აღნიშნული ზავის ხსენება იმ მიზეზითაც არ გახლავთ ხელსაყრელი, რომ მასში ნახსენებია ყირიმის სახანო, რომელიც მანამდე ოსმალეთის იმპერიის ვასალს წარმოადგენდა, ხოლო ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნული სახანოს დამოუკიდებლობის ცნობა უნდა მოხდარიყო. ყირიმი მოგვიანებით  რუსეთმა 1783 წელს დაიპყრო. ანუ, ის ფაქტი, რომ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შედეგად კრემლის მტკიცებით „აღდგა ისტორიული სამართლიანობა“, რადგანაც ყირიმი ისტორიულად რუსეთს ეკუთვნოდა არის ტყუილი, რადგანაც ქუჩუკ-კაინარჯის ხელშეკრულებაში ნათლად ჩანს, რომ ისტორულად ყირიმი რუსეთს მე-18 საუკუნის ბოლომდე არ ეკუთვნოდა და მოსკოვს არანაირი სამართლებრივი და მორალური უფლება არ გააჩნია, რომ ყირიმი „რუსულ ისტორიულ მიწად“ გამოაცხადოს ხოლო დღევანდელ დღეს ყირიმის ნახევარკუნძულის მკვიდრ მოსახლეობას არა ეთნიკური რუსები, არამედ ყირიმელი თათრები წარმოადგენენ (Anderson, 1783).

შემდგომში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის იმპერიის დროს ოსეთის სამხრეთი ნაწილი შევიდა ტფლისის გუბერნიის შემადგენლობაში, თან დაამატა, არავითარი საქართველო არ იყო, იყო მხოლოდ ტიფლისის გუბერნია. ტიფლისის გუბერნიას რაც შეეხება, რომლიც შესახებაც პუტინმა გაცილებით ადრეც ახსენა, შეიქმნა სწორედ რომ რუსეთის მიერ 1783 წელს ხელმოწერილი გეორგიევსკის ტრაქტატის ტრაქტატის - რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ქართლ-კახეთის სამეფოს შენარჩუნებას ითვალისწინებდა - 1801 წელს რუსეთის მიერ უხეშად დარღვევის შედეგად, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოს (და მოგვიანებით ისტორიული საქართველოს სხვა რეგიონებიც) რუსეთის იმპერიაში ძალით იქნა შეყვანილი (ჩიტაძე, 2011). სწორედ აღნიშნული ოკუპაციის შედეგად შეიქმნა ტფილისის გუბერნიაც, ხოლო ამხანაგ პუტინს კი აუცილებლად უნდა შევახსენოთ, რომ იგივე რუსეთისგან განსხვავებით ქართულ სახელმწიფოებრიობას სამი ათასწლოვანი ისტორია გააჩნია და შესაბამისად, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო რუსეთზე მრავალი საუკუნით ადრე შეიქმნა (ჩიტაძე, 2011).      

ცხადია, შემდგომში პროცესები ერთიანი სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში რუსეთის იმპერიის ჩარჩოებში მიმდინარეობდა. რადგან როგორც ვახსენეთ რუსეთმა 1801 წელს მოახდინა ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია, რომელის შემადგენლობაშიც შედიოდა ის ტერიტორიაც, რასაც 1922 წელს ბოლშევიკებმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი უწოდეს. აღმოსავლეთ საქართველოს ანექსირებული ტერიტორიები შევიდა ტიფლისის გუბერნიის, ხოლო მოგვიანებით დასავლეთ საქართველოს ანექსირებული ტერიტორიები ქუთაისის გუბერნიის შემადგელობაში. რუსეთის იმპერიამ თავად მოახდინა საქართველოს დაყოფა ამ ორ ხელოვნურ ადმინისტრაციულ ერთეულად.

პუტინმა თქვა: ქართული ჯარები ოსეთში 1919 და 1920 წლებში სასტიკად იქცეოდნენ, ეს არსობრივად იგივეა, რასაც დღეს გენოციდი ჰქვიაო (პრესა.გე, 2019). 
სინამდვილეში: 1918-20 წლებში, შიდა ქართლის ტერიტორიაზე (მაშინ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლექი ჯერ კიდევ არ არსებობ), მიმდინარეობდა ბოლშევიკური აჯანყებები და შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იმდროინდელმა ხელისუფლებამ სამხედრო ხასიათის ზომები მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლშევიკებმა ქ. ცხინვალში ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის“ შექმნა და საქართველოსგან გამოყოფა  გამოაცხადეს (პიპინაშვილი, 2009). აჯანყების პროცესში ჩართულნი იყვნენ, როგორც ქართველი, ისე რუსი ბოლშევიკები. ქართულმა გვარდიამ, ვალიკო ჯუღელის მეთაურობით, აჯანყების კერები რამდენჯერმე ჩახშო, თუმცა ბრძოლა მიმდინარეობდა შიდა ქართლის ტერიტორიაზე შექმნილი ბანდფორმირებების წინააღმდეგ და რეგიონში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალებულა. რაც შეეხება გენოციდს, ასეთი რამ უბრალოდ არ მომხდარა. არ მოიპოვება აღნიშნულის არც ერთი დამადასტურებელი საბუთი, განსხვავებით იმ დოკუმენტებისა, რომლებიც რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზებისა და იგივე აფხაზების გენოციდსა და მათ მასობრივ გადასახლებებს ადასტურებს. პუტინს შეუძლია ნახოს, იმავე პერიოდში თავად ბოლშევიკები როგორ ახშობდნენ აჯანყებებს.

პუტინმა თქვა: ეს მძიმე მემკვიდრეობა არათუ გაითვალისწინა, არამედ სრულად უგულვებელყო თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთმა პირველმა პრეზიდენტმა, როდესაც საერთოდ გააუქმა ყოველნაირი ავტონომია, აჭარისაც, აფხაზეთისაც და ასე შემდეგ. ამ ყველაფერმა გამოიწვია აფეთქება და ძმათამკვლელი ომი (პრესა.გე. 2019).

სინამდვილეში: ერთ-ერთმა პირველმა არა, არამედ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, თუმცა ზვიად გამსახურდიას არც აფხაზეთისა და არც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები არ გაუუქმებია, ხოლო აღნიშნული რეგიონების ავტონომიას გამსახურდიას დროს მოქმედი (1978 წლის) კონსტიტუცია უზრუნველყოფდა (საქართველოს სსრ 1978 წლის კონსტიტუცია). ამავე დროს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან გამოსვლამდე და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, გაუქმდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. კერძოდ, ოლქი გაუქმებულ იქნა 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილების თანახმად, თუმცა აღნიშნულ ქმედებას წინ უძღოდა 1990 წლის 21 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის საოლქო საბჭოს დადგენილებასამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისშექმნის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე, ხოლო მოგვიანებით, როდესაც ცხინვალის რეგიონის იმდროინდელმა ხელისუფგლებამ .. საკანონმდებლო ორგანოში - „სახალხო ნიხასში“ 1990 წლის 9 დეკემბერს საქართველოს კანონების სრული იგნორირებით .. არჩევნები დანიშნა (პიპინაშვილი, 2009). საქართველოს ხელისუფლებამ მოუწოდა ცხინვალის რეგიონის წარმოადგენლებს, არ ჩაეტარებინათ აღნიშნული არჩევნები და მათ მისცა იმის გარანტია, რომ საქართველოს შემადგენლობაში ოსი ხალხის უფლებების მაქსიმალურად იქნებოდა დაცული. თუმცა, ცხინვალის რეგიონში მოქმედმა სეპარატისტულმა ძალებმა საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნის ყველანაირი იგნორირება მნოახდინა. სწორედ ამის შემდგომ იქნა მიღებული საქართველოს საკანომდებლო ორგანოს გადაწყვეტილება ოლქის გაუქმების შესახებ.     

ფაქტია, რომ სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ფარგლებს გარეთ დღესაც მრავალი ოსი ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს და მათი უფლებები არანაირად არ ილახება.

რუსეთის მითები აფხაზეთის შესახებ

საქართველოს მეორე ისტორიულ რეგიონთან, აფხაზეთთან დაკავშირებით პუტინმა განაცხადა, რომ აფხაზეთი 1810 წელს ასევე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო - სამთავროს სტატუსით შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგელობაში (Presa.ge, 2019). 
რეალობა კი გახლავთ შემდეგი, რომ მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში, დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის იმპერიის გავლენის შესუსტების შემდეგ, აფხაზეთის სამთავრო იმერეთის სამეფოს გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. 1804 წელს რუსეთის მიერ იმერეთის სამეფოს ანექსიის შემდეგ ჯერი აფხაზეთზე მიდგა. 1810 წლის 17 თებერვალს რუსეთის იმპერატორმა, ალექსანდრე I-მა დაამტკიცა აფხაზთა მთავრის .. სათხოვარი პუნქტები, თუმცა ეს აფხაზეთის ანექსიისთვის საკმარისი არ იყო. იქ ოსმალეთის იმპერიასაც ჰქონდა თავისი ინტერესები და რუსეთს სამხედრო ძალის გამოყენებაც დასჭირდა. აფხაზეთის დაპყრობაც საბოლოოდ რუსული ჯარის მიერ სოხუმ-კალეს ციხის აღებით დასრულდა. თუმცა რუსული მმართველობის დაწესებას აფხაზეთში დიდი სიხარულით არ შეხვედრიან. 1824 წელს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა აფხაზთა აჯანყებას, რომელიც სადამსჯელო ექსპედიციამ გენერალ გორჩაკოვის მეთაურობით სისხლში ჩაახშო (Ammon, 2015).

შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ აფხაზეთი ვითარდებოდა შემდეგნაირად: როდესაც ინგრეოდა რუსეთის იმპერია, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა. შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია. ოკუპანტები ძალიან სასტიკად იქცეოდნენ (presa.ge, 2019). 

აღნიშნული რა თქმა უნდა გახლავთ მტკნარი სიცრუე, თითქოს 1918 წელს, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ აფხაზეთი ძალადობრივად შემოიერთა. სამართლებრივად, პროცესები ასე განვითარდა. 1918 წლის 11 ივნისს საქართველოს ეროვნულ საბჭოსა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის ხელშეკრულების შედეგად, აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში გაერთიანდა. აფხაზთა სახალხო საბჭოს თხოვნის შესაბამისად, ქართული ჯარი ამ ხელშეკრულების გაფორმებამდეც იდგა აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეს ჯარი კი ებროძოდა როგორც ბოლშევიკებს, ისე დენიკინის თეთრ გვარდიას (პიპინაშვილი, 2009). აფხაზეთში, ისევე როგორც მთელი საქართველოს ტერიტორიაზე,  საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები 1919 წელს ჩატარდა. 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით, ბოლშევიკურმა რუსეთმა აფხაზეთი ცნო საქართველოს ტერიტორიად. 1921 წლის კონსტიტუციით, აფხაზეთს მიენიჭა ავტონომია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში (ჩიტაძე, 2011). რაც შეეხება გერმანულ ჯარებს, ეს ჯარები საქართველოს სხვა რეგიონებში იყვნენ განთავსებულნი და იგივე დენიკინის რუსეთის წინააღმდეგ მონაწილეობა საერთოდ არ მიუღიათ.

აფხაზეთთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის მორიგი ტყუილი გახლავთ მისი კიდევ ერთი განცხადება, რომლის თანახმად საბჭოთა კავშირის შექმნის დროს ჯერ ჩამოყალიბდა ხელშეკრულების საფუძველზე საკავშირო სოციალისტური რესპუბლიკა აფხაზეთი, რომელშიც შევიდა დღევანდელი საქართველო. ეს საქართველოც არ იყო. სტალინის დროს შეიქმნა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის ნაწილიც გახდა აფხაზეთი და სხვათა შორის, ჩვენი ადამიანის უფლებათა დამცველები ამას რატომღაც არასდროს აქცევენ ყურადღებას (პრესა.გე, 2019).

რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილი კი გახლავთ ის, რომ თითქოს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჯერ აფხაზეთის სოციალისტური რესპუბლიკა შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა საქართველო. ეს უბრალოდ აბსურდია. აფხაზეთის სოციალისტური რესპუბლიკა მართლაც შეიქმნა, აბსოლუტურად ხელოვნურად, თუმცა მისი ფორმალური დამოუკიდებლობის მიუხედავად, ბევრ რამეში იყო თბილისზე დამოკიდებული, რასაც საქართველოსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული სამოკავშირეო ხელშეკრულებაც ადასტურებს. ცხადია, დანარჩენი საქართველო მის შემადგენლობაში არასოდეს ყოფილა. აფხაზეთი, როგორც ხელოვნური წარმონაქმნი თავად ბოლშევიკებმა გააუქმეს 1931 წელს. ამ პერიოდიდან, აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი მიენიჭა და იგი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა (პიპინაშვილი, 2009). ის რომ რუსეთში ადამიანის უფლებათა დამცველებმა ამ (გაყალბებულ) ფაქტს ყურადღება უნდა მიაქციონ, შეგვიძლია აღვიქვათ პირდაპირ მითითებად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მხრიდან. ამ მიმართულებით გააქტიურებას მომავალშიც ველოდოთ.

კრემლის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ სტალინის ბრძანებით ენკავედემ ბერიას ხელმძღვანელობით ძალიან მკაცრი ზომები მიიღო აფხაზების მიმართ (პრესა.გე, 2019)

სინამდვილეში: საბჭოთა კავშირის სწორედ რომ საბჭოთა რუსეთის მიერ იქნა შექმნილი, შესაბამისად საბჭოთა ხელისუფლების სასტიკ ქმედებებზე პირველ რიგში რუსეთი - როგორც საბჭოთა იმპერიის სამართალმემკვიდრე გვევლინება. საბჭოთა  რეჟიმი კი რეპრესიებს მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ახორციელებდა და ცხადია, აფხაზებსაც შეეხოთ. თუმცა, აფხაზებზე მეტად ქართველებს შეეხოთ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 1937-1938 წლებში საქართველოს სსრ ტერიტორიაზე დაახლოებით 72 ათასი ადამიანი იქნა ფიზიკურად ლიკვიდირებული (ჩიტაძე, 2016). თუმცა ამხანაგ პუტინს აღნიშნულის შესახებ საუბარი რატომღაც „ავიწყდება“. აქვე ძალიან საინტერესოა, რომ პუტინს მოსწონს სტალინის ინიციატივით შექმნილი სამხრეთ ოსეთი, ხოლო აფხაზეთში რეპრესიებს ქართველებს აბრალებს, რაც აშკარად ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს.

დასკვნა

თანამედროვე ეტაპზე, სეპარატიზაციის პროცესი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იმდენად ღრმად არის ფესვგადგმული, რომ პრაქტიკულად გამორიცხულია მათი ნებაყოფლობითი და უმტკივნეულო დაბრუნება საქართველოს ერთიან სამართლებრივ სივრცეში, ოფიციალური თბილისის იურისდიქციის ქვეშ. ამ პრობლემის გადასაწყვეტად საქართველოს დღესდღეობით ძალიან შეზღუდული შესაძლებლობა გააჩნია.

მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად რთულდება იმის გამო, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სხვა არაკანონიერ ქმედებებთან ერთად, კრემლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს შესაბამისი საინფორმაციო პოლიტიკის წარმოება წარმოადგენს, რომლიც უმთავრესი დანიშნულებაა, რომ დაარწმუნონ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის მოსახლეობა და ასევე საერთაშორისო საზოგადოება იმაში, რომ თითქოს არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო ისტორიულად არასდროს არ შედიოდნენ საქართველოს შემადგენლობაში და აღნიშნული ორი რეგიონის ყოფნა საქართველოს ფარგლებში საბჭოთა ხელისუფლების მმართველობის წლებში ი. სტალინისა და ლ. ბერიას ინიციატივით დაკანონდა, ხოლო ქართველები როგორც აფხაზი, ასევე ოსი ხალხების გენოციდს ეწეოდნენ, თუმცა ეს პროცესი ბოლომდე იმიტომ ვერ განხორციელდა, რომ ქართველებს ამაში ხელი რუსეთმა შეუშალა, რომელიც თურმე ოსი და აფხაზი ხალხების უფლებების დამცველად და განმათავისუფლებლად მოგვევლინა. აღნიშნული პოლიტიკით ოფიციალური მოსკოვი ცდილობს საკუთარი იმპერიალისტური ქმედებები იმით გაამართლოს, რომ თითქოს მას „აფხაზი და ოსი მოსახლეობის უფლებების დაცვის“ (მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებით) მორალური უფლებები გააჩნია   

კრემლის ამ პროპაგანდისტულ მანქანას (მათ შორის პუტინის ანტიქართული განცხადებების მაგალითზე) როგორც საქართველოს ხელისუფლებამ, ასევე მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ ისტორიულ სიმართლეზე დაფუძნებული შესაბამისი საინფორმაციო პოლიტიკა უნდა დაუპირისპიროს და საოკუპაციო ხაზის გადაღმა მცხოვრებ მოსახლეობას და ასევე საერთაშორისო საზოგადოებას შესაბამისი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ისტორიის შესახებ და ასევე იმის შესახებ, რომ სწორედ რუსეთი ახორციელებდა ოსი და აფხაზი ხალხების შევიწროებასა და რუსიფიკაციას, ხოლო საქართველოს ფარგლებში ოსი და აფხაზი ხალხების უფლებები მაქსიმალურად იყო დაცული. ამის ნათელ მაგალითებს კვლევაში წარმოდგენილ საკითხებთან ერთად წარმოადგენს თუნდაც ის ფაქტი, თუ როგორ გადაასახლა რუსეთის იმპერიამ ათეულ ათასობით აფხაზი ეროვნების წარმომადგენელი ოსმალეთში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, ხოლო აფხაზ ერს რუსეთის იმპერიის ფარგლებში „დამნაშავე ერის“ სტატუსი ჰქონდა მიკუთვნებული. ამავე დროს, აფხაზი ხალხი როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში (1918-1921 წლებში), ასევე კომუნისტური მმართველობის დროს ფართო ავტონომიით სარგებლობდა. სამაჩაბლოსთან დაკავშირებით კი რუსეთის და საქართველოს ოსი ხალხისადმი დამოკიდებულების ერთ-ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს თუნდაც ის ფაქტი, რომ საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში შემავალ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სკოლების 60%-ზე მეტი გახლდათ ოსური, ხოლო რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკაში შემავალ ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქ ორჯონიკიძეში (დღევანდელი ვლადიკავკაზი), არც ერთი ოსური სკოლა არ ფუნქციონირებდა.          
  
გამოყენებული ლიტერატურა
მედია ბიზნესისთვის (2019). რუსეთის წილი გლობალური ღვინის იმპორტში 2.8%- შეადგენს. მასალა მოპოვებული ვებ-გვერდიდან: https://www.m2b.ge/post/275086-rusetis-wili-globaluri-rvinis-importsi-2-8-s-seadgens
პიპინაშვილი, დ. (2010) სამხრეთ კავკასიის კონფლიქტები და რეგიონული სტაბილურობის პრობლემები. პოლიტოლოგიის ინსტიტუტი.
პრესა.გე (2019). "ოსეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა 1774 წელს... აფხაზეთი 1810 წელს... მაშინ არანაირი საქართველო არ იყო" - პუტინის კომენტარი სრულად. https://presa.ge/?m=politics&AID=76439

ჩიტაძე ნ. (2011). გეოპოლიტიკა. გამომცემლობა უნივერსალი. თბილისი, საქართველო

Anderson, M. (1958). "The Great Powers and the Russian Annexation of the Crimea, 1783–4". The Slavonic and East European Review. 37 (88): 17–41
История РФ (2019). Кучук-Кайнарджийский мир с Османской империей. 1774.    https://histrf.ru/lenta-vremeni/event/view/kuchuk-kainardzhiiskii-mir-s-osmanskoi-impieriiei



Comments

Popular posts from this blog

Coronavirus and its possible impact on the world economy on the examples of international oil production and oil prices

    By: Nika Chitadze President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia – International and Security Research Center Director of the Center for International Studies Professor of the International Black Sea University In terms of social-economic aspects related to COVID 19, International Community is faced before the following sad reality. According to the International Monetary Fund, if humanity manages to defeat Coronavirus by the end of 2020, then the world economy will shrink by about 3%, which is a relatively optimistic scenario. By the other words, the world will suffer much worse if the international community fails to defeat Coronavirus by the end of this year. It is noteworthy that during the economic crisis of 2008-2009, the world economy shrank by only 0.08%.  As for the 3% decrease of the world economy during the year, it can be assumed that if according to today's data, the world's Gross Domestic Product

Situation in the Middle East and Black Sea Region and Possible Restarting of Turkish-American Relations

Nika Chitadze Director of the Center for International Studies of International Black Sea University President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia – International and Security Research Center Professor of the International Black Sea University     Introduction It is well known that military-political cooperation between the two leading NATO states, the United States and Turkey, has deteriorated significantly over the past two years. Specifically, if both countries are interested in ending the Assad regime in Syria, Washington and Ankara may be the main reason for US dissatisfaction with Syria - mainly the military support of Kurdish formations fighting the Assad regime on the Turkish state border. For its part, Turkey views armed formations created by Syrian Kurds as terrorists. In addition, official Ankara fears that a possible intensification of separatism in the Syrian - populated region of Syria could have an effect on activating

დავით გარეჯის პრობლემა და საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები

  დავით გარეჯის პრობლემა და საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები  ნიკა ჩიტაძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ევროპის უნივერსიტეტის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს ურთიერთობები აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში განვითარდა. ერთობლივი ენერგეტიკულ მა , სატრანსპორტო და კომუნიკაციურმა პროექტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ორივე ქვეყნის სტაბილურობის განმტკიცებასა და და ეკონომიკური განვითარების საქმეში . ამავე დროს, ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებთან ერთად, ჯერჯერობით საბოლოოდ არ არის დადგენილი სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. კერძოდ, ჯერ კიდევ არ არის დემარკირებული სახელმწიფო საზღვრის 30 %-ზე მეტი, რაც გარკვეულ ტერიტორიულ თუ სასაზღვრო პრობლემებს წარმოშობს, რაც განსაკუთრებით დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან ვლინდება. მონასტრისა