Skip to main content

საქართველოს მომავალი საპარლამენტო არჩევნები და რუსეთის ნეგატიური როლი

 

საქართველოს მომავალი საპარლამენტო არჩევნები და რუსეთის ნეგატიური როლი

 

ნიკა ჩიტაძე 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი 


საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აუცილებელია აღინიშნოს, რომ უ
კანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებული ბევრი ანგარიში თანახმად, რუსეთი კვლავ ცდილობს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ფარგლებში ზემოქმედება მოახდინოს წინაარჩევნო პროცესზე და მთლიანად არჩევნებზე. კერძოდ, კრემლის მიერ ჩამოყალიბებულია სქემა, რომელიც დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებს -  უკანონო ფინანსური ქმედებების, ასევე კიბერთავდასხმების კომბინაციას წარმოადგენს.

 

როგორც ქართული, ასევე ფართო საერთაშორისო საზოგადობისათვის რამდენიმე ანგარიშის გამოქვეყნების შედეგად ცნობილია, რომ ევროპაში დეზინფორმაციული აქტივობის დიდი ნაწილი რუსეთიდან მომდინარეობს. მაგალითად, ფუნქციონირებს რუსეთის სამხედრო ძალებთან დაკავშირებული ქსელი, რომელიც ჩართული იყო კოორდინირებულ არავთენტურ ქმედებაში, რომელიც მიმართული იყო საქართველოს წინააღმდეგ.

 

მოსკოვის მთავარი მიზანია, დემოკრატიულ სამყაროში მიმდინარე არჩევნებისა და რეფერენდუმების პროცესში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ესპანეთში (კატალონია) ავსტრალიაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ბრიტანეთში, მონტენეგროსა და სხვა ქვეყნებში აქტიური ჩარევა. თავის მხრივ, რუსეთი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასუსტებითაა დაინტერესებული, დიდი ყურადღებით აკვირდება საქართველოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს.

 

საინტერესოა აღინიშნოს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, ტრანსატლანტიკურმა კომისიამ წარმოადგინა დათქმა არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ, რაც თავის მხრივ გამჭვირვალე და ჯანსაღი საარჩევნო პროცესის გლობალურ სტანდარტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ კომისიამ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს დათქმაზე ხელისმოწერისკენ მოუწოდა.

 

ტრანსატლანტიკური კომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციის მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ჩარევის რისკის შემცირება და საქართველოს დემოკრატიულობის მდგრადობის ზრდა საერთაშორისო გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ამიტომ, დათქმის ფარგლებში კანდიდატებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ „ჩარევით დაინტერესებულ პირებს მტკიცედ განუცხადონ, რომ უარს ამბობენ პირდაპირ თუ არაპირდაპირ დახმარებაზე უცხო ქვეყნის მხრიდან. დოკუმენტში წარმოდგენილი მოთხოვნები უკავშირდება ნებისმიერ კანდიდატს, რომელსაც სურს ღირსეული საარჩევნო კამპანიის წარმოება. შესაბამისად, კანდიდატებმა არ უნდა გამოიყენონ მონაცემები, რომლებიც შეიძლება იყოს მოპარული, ასევე არ უნდა გაავრცელონ გაყალბებული აუდიო ან ვიდეომესიჯები, როგორიც არისფეიკ ვიდეოები. ხოლო ინფორმაცია, თუ თუ საიდან მოდის მათი კამპანიის დაფინანსება, უნდა იყოს გამჭვირვალე.

 

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს ხუთმა პარტიამ უკვე მოაწერა ხელი დათქმას და ესენი არიან: „ქართული ოცნება“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი,ერთიანი საქართველოდალელო საქართველოსთვის“.

 

Comments

Popular posts from this blog

Coronavirus and its possible impact on the world economy on the examples of international oil production and oil prices

    By: Nika Chitadze President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia – International and Security Research Center Director of the Center for International Studies Professor of the International Black Sea University In terms of social-economic aspects related to COVID 19, International Community is faced before the following sad reality. According to the International Monetary Fund, if humanity manages to defeat Coronavirus by the end of 2020, then the world economy will shrink by about 3%, which is a relatively optimistic scenario. By the other words, the world will suffer much worse if the international community fails to defeat Coronavirus by the end of this year. It is noteworthy that during the economic crisis of 2008-2009, the world economy shrank by only 0.08%.  As for the 3% decrease of the world economy during the year, it can be assumed that if according to today's data, the world's Gross Domestic Pr...

რამდენიმე მოსაზრება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ისტორიაზე რუსეთის მიერ საქართველოს ორი ისტორიული ტერიტორიის შესახებ რეალური სიმართლის დამახინჯების მცდელობის საწინააღმდეგოდ ვლადიმერ პუტინის ინტერვიუს მაგალითზე

ნიკა ჩიტაძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ჯორჯ მარშალის სახელობის ცენტრის კურსდამთავრებულთა კავშირი, საქართველო - საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის პრეზიდენტი  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო კვლევების  ცენტრის დირექტორი ელ-ფოსტა: nchitadze@ibsu.edu.g e ტელ: (+995 577465300) აბსტრაქტი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული პოლიტიკის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს შედეგს „ჩრდილოელი მეზობლის“ მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ოკუპაცია წარმოადგენს, შეშფოთების დამატებით საფუძველს ოფიციალური კრემლის მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების პოლიტიკის წარმოება წარმოადგენს. აღნიშნულის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ისტორიული ფაქტების დამახინჯება, როდესაც მოსკოვი მაქსიმალურად ც...

Main reasons of Georgia-Russia war in 2008 and its consequences on Regional Stability

By:   Dr. Nika Chitadze.   Introduction The Russian invasion in Georgia has not changed the balance of power in the South Caucasus and Black Sea Region. It simply announced that the balance of power had already shifted. It should be mentioned, that the war somehow changed the energy environment in the Black Sea and Caucasus Regions and attitude toward the several energy projects, which are already functioning or considered to be implemented in the future. Main reasons of the Russian aggression in Georgia For the better understanding of Russian policy in august 2008, it is important to analyze the global processes that were triggered by the collapse of the Soviet Union in the beginning of 90-th of the XX Century, and to clarify, how these processes were perceived by Russia itself.    It is necessary to point out about four major factors, which shaped the post-Soviet international environment for Russia: 1.       the eastward ...