Skip to main content

2019 წლის 20 ივნისის მოვლენები და შეკითხვა ხელისუფლებას და საზოგადოებას


   
ნიკა ჩიტაძე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი
ჯორჯ მარშალის სახელობის კურსდამთავრებულთა კავშირის, საქართველო - საქართველო - საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის პრეზიდენტი

საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი

ერთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, როდესაც, 2019 წლის 20 ივნისს ქართული საზოგადოების პროგრესულად და პატრიოტულად განწყობილმა ნაწილმა  საკუთარი პროტესტი გამოხატა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, გავრილოვის თბილისში ვიზიტთან და მისი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში მოთავსებასთან დაკავშირებით.
ყველასთვის ცნობილია ის მიუღებელი მეთოდები, რომლებიც ხელისუფლებამ გამოიყენა მომიტინგეების დასარბევად. თუმცა ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა და განაცხადა, რომ თავიდან იქნა აცილებული მასობრივი არეულობები და შენარჩუნებულ იქნა კონსტიტუციური წესრიგი და ა. შ.  დაკავებული ადამიანების მიმართ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საბაბი კი იყო ის, რომ ეს ადამიანები პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად დემონტრანტებს არეულობისკენ მოუწოდებდნენ და ა.შ.

პირველი, მოცემულ შემთხვევაში, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ მომხრეებს არანაირი მორალური უფლება არ გააჩნიათ ისაუბრონ იმაზე, რომ თურმე 2007 წლი 7 ნოემბრის, ან 2011 წლის 26 მაისის დემონსტრაციები მშვიდობიანი ყოფილა. 7 ნოემბერს ოპოზიციის ლიდერები მოსახლეობას "ხელისუფლების დამთავრებისკენ" მოუწოდებდნენ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315- მუხლის შესაბამისად წარმოადგენს: "შეთქმულებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად ....."

მეორე, 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლებამ მიმართა მომიტინგეებს დაშლისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში "გამოყენებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები", როდესაც მომიტინგეები არ დაიშალნენ, პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.

რაც შეეხება 2011 წლის 26 მაისს, დემონსტაციის ლიდერები საუბროდნენ იმაზე, რომ მათი მიზანი გახლდათ ხელისუფლების შეცვლა და იმუქრებოდნენ, რომ "ხელისუფლებას 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ჩატარების უფლებას არ მისცემდნენ". იმ დროს დედაქალაქის მერიამ მომიტინგეებს მიტინგის სხვა ადგილას ჩატარება შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო, ხოლო მოგვიანებით პრორუსული ოპოზიციის ლიდერთა კორტეჟმა პოლიციელი გაიტანა, რომელიც შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. მოგვიანებით კი გრუ- სპეცდანიშნულების რაზმების საქართველოში შესაძლო შემოყვანის თაობაზე ჩანაწერებიც გავრცელდა.

მესამე, რაც შეეხება სამივე საპროტესტო აქციის მორალურ მხარეს, 2007 წლის 7 ნოემბრის აქცია რუსეთიდან მხარდაჭერილი ოლიგარქის, არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის ლიდერობით იმართებოდა, ხოლო 2011 წლის 26 მაისის აქციას პუტინის მეგობარი ნინო ბურჯანაძე მართავდა. ანუ, ამ ორ აქციაზე ძირითადად რეგრესული და რეტროგრადული ძალები მოქმედებდნენ (თუმცა წინა ხელისუფლებამაც უფლებამოსილებას გადააჭარბა - მაგ: სრულიად გაუმართლებელი იყო ტელეკომპანია "იმედში" შეჭრა). სხვათა შორის არც ერთი ამ ორივე აქციის ლიდერები წინა ხელისუფლებას არ დაუპატიმრებია, ხოლო საქართველოს მესამე პრეზიდენტმა . სააკაშვილმა თავის თავზე აიღო პასუხიმგებლობა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მიზნით თანამდებობიდან გადადგა.

2019 წლის 20 ივნისს კი მომიტინგეები ერის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ქართული ღირსებისთვის იბრძოდნენ. ხოლო ხელისუფლებამ მათ ამის გამო გაუფრთხილებლად თვალებში რეზინის ტყვიები დაუშინა.

და კიდევ ერთი, არც ერთი მიტინგის მონაწილის ბრალეულობა რსად არ იკვეთება, თუმცა კარგად ჩანდა კორცხელის ინციდენტის მონაწილეთა ბრალეულობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების და ათი მომხრეების წინააღმდეგ, როდესაც ხალხს კამერების წინ სცემდნენ, თუმცა არავინ არ დასჯილა და ზოგიერთი დაწინაურდა კიდეც.

სწორედ ეს გახლავთ ის სამწუხარო რეალობა, რომელიც დღევანდელ საქართველოში არსებობს. 


Comments

Popular posts from this blog

Coronavirus and its possible impact on the world economy on the examples of international oil production and oil prices

    By: Nika Chitadze President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia – International and Security Research Center Director of the Center for International Studies Professor of the International Black Sea University In terms of social-economic aspects related to COVID 19, International Community is faced before the following sad reality. According to the International Monetary Fund, if humanity manages to defeat Coronavirus by the end of 2020, then the world economy will shrink by about 3%, which is a relatively optimistic scenario. By the other words, the world will suffer much worse if the international community fails to defeat Coronavirus by the end of this year. It is noteworthy that during the economic crisis of 2008-2009, the world economy shrank by only 0.08%.  As for the 3% decrease of the world economy during the year, it can be assumed that if according to today's data, the world's Gross Domestic Pr...

Some views on Russia's possible support of terrorism on the example of cooperation between Kremlin and the Taliban movement in Afghanistan

By: Nika Chitadze President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia - International and Security Research Center  Professor of the International Black Sea University Invited Professor of the European University and Caucasus International University Director of the Center for International Studies   Introduction As it is known for the international community, in recent years, there has been a discussion within the international community about the widespread information that Russia has been secretly supporting the Taliban for many years in order to activate resistance of this terrorist group against US Armed forces in Afghanistan. However, US President Donald Trump wrote on Twitter that the relevant reports obtained by US intelligence were not considered credible, and the Kremlin and the Taliban also denied reports that representatives of GRU - Russian military intelligence department   were paying money to the Taliban and offering...

Security trends on the Eurasian Periphery and Their impact on Eurasia

Security trends on the Eurasian Periphery and Their impact on Eurasia By: Nika Chitadze. Ph.D. President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia – International and Security Research Center NATO School. Oberammergau (Germany). February, 2005 Introduction Eurasia   /jʊəˈreɪʒə/  is the combined  continental landmass  of  Europe  and  Asia . The term is a  portmanteau  of its constituent continents (Europe and Asia). Located primarily in the  Northern  and  Eastern Hemispheres , it is bordered by the  Atlantic Ocean  to the west, the  Pacific Ocean  to the east, the  Arctic Ocean  to the north, and by  Africa , the  Mediterranean Sea , and the  Indian Ocean  to the south. The division between Europe and Asia as two different continents is a historical  social construct , with no clear physical separation between them; thus, in some parts o...