ნიკა ჩიტაძე
ჯორჯ მარშალის სახელობის ცენტრის კურსდამთავრებულთა კავშირის, საქართველო - საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის პრეზიდენტი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფეროსრი
ევროპის უნივერსიტეტის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი
ჯორჯ მარშალის სახელობის ცენტრის კურსდამთავრებულთა კავშირის, საქართველო - საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის პრეზიდენტი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფეროსრი
ევროპის უნივერსიტეტის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი
როგორც ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოში უკვე წლებია მიმდინარეობს დებატები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი სახელმწიფო მმართველობის ფორმა იქნება მისაღები საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი პერიოდიდან სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში ქვეყნის უზენაეს კანონში - კონსტიტუციაში სახელმწიფო მმართველობასთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა შესწორება იქნა შეტანილი.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია აღინიშნოს შემდეგი:
- კონკრეტულ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში სიმშვიდის და სტაბილურობის მთავარ გარანტს ჩემის აზრით სახელმწიფო მმართველობის ფორმა კი არა, არამედ ქვეყანაში დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმის არსებობა წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ნებისმიერი სახელმწიფო მმართველობის ფორმა წარმატებით ფუნქციონირებს. მაგალითად, აშშ-ში წარმატებით საპრეზიდენტო, საფრანგეთში ნახევრად საპრეზიდენტო, ხოლო გერმანიაში საპარლამენტო რესპუბლიკა ფუნქციონირებს. თუმცა, იგივე საპრეზიდენტო ან ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა წარუმატებლად ფუნქციონირებს აფრიკისა და ლათინური ამერიკის სახელმწიფოთა უმრავლესობაში (სუსტი სახელმწიფო და დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობის გამო).
იგივე ეხება მონარქიას, კონსტიტუციური მონარქია წარმატებით ფუნქციონირებს ევროპის 12 სახელმწიფოში (დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, დანია, ნორვეგია, ნიდერლანდები და ა.შ.), ხოლო წარუმატებლად ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აფრიკაში - მაროკო, ლესოტო და სვაზილენდი, აზიაში ნეპალსა და ბუტანში, ასევე ბრიტანეთის თანამეგობრობაში შემავალ იმ 13 (დემოკრატიული კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია გამოვიყვანეთ აღნიშნული სიიდან) სახელმწიფოში, რომლებიც სახელმწიფოს მეთაურად დღევანდელ ეტაპზე ბრიტანეთის მონარქს აღიარებენ, რომ არაფერი ვთქვათ იმ 6 სახელმწიფოზე, სადაც აბსოლუტური მონარქიაა გაბატონებული და ნავთობიდან მიღებული მაღალი შემოსავლების მიუხედავად (მაგ: საუდის არაბეთი და ბრუნეი), აბსოლუტურად იგნორირებულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რის გამოც ჰუმანური განვითარების ინდექსის მაჩვენებლის მიხედვით, აღნიშნული ქვეყნები მსოფლიოს ქვეყნებს შორის უკანა ადგილებზე იმყოფებიან.
რაც შეეხება დემოკრატიის კიდევ ერთ ღირებულებას, აღსანიშნავია რომ დემოკრატიულ - ანუ "გლობალური ჩრდილოეთის" ქვეყნებზე მოდის მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 15%, თუმცა ეს ქვეყნები აწარმოებენ მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ზე მეტს, შესაბამისად არადემოკრატიული მსოფლიო მოსახლეობის 85% ("გლობალური სამხრეთი"), მსოფლიო მშპ-ის 40%-ზე ნაკლებს აწარმოებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სოციალ-ეკონომიკური განვითარების და მსოფლიო ცივილიზებული ქვეყნების თანამეგობრობაში ღირსეული ადგილისა და 3000-წლიანი ისტორიის მქონე სახელმწიფოში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების ერთადერთ სწორ გზას, ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული მიმართულებით სვლა წარმოადგენს, რაც არა მხოლო ხელისუფლებაზე, არამედ თითოეული მოქალაქის მაღალ პოლიტიკურ კულტურაზე და შეგნებაზე იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ თავის დროზე პლატონმა აღნიშნა: "სახელმწიფოს ღირსება დამოკიდებულია თითოეული იმ მოქალაქის ღირსებაზე, რომელიც ცხოვრობს აღნიშნულ სახელმწიფოში".
Comments
Post a Comment