Skip to main content

„ისლამური სახელმწიფო“, როგორც საერთაშორისო ტერორიზმის ახალი გამოვლინება და მისი როლი ენერგეტიკულ პოლიტიკაში


ქეთევან ჯებისაშვილი











შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო კვლევების ცენტრის მკვლევარი

ნიკა ჩიტაძე












შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი

ჯორჯ მარშალის სახელობის ცენტრის კურსდამთავრებულთა კავშირი, საქართველო - საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის პრეზიდენტი 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი

აბსტრაქტი

ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ სანავთობო სტრატეგიის ჩამოყალიბება დაახლოებით 2012 – 2013 წლებში ჩამოყალიბდა. ერაყის ქალაქ მოსულის დაკავებამდე, ჯიჰადისტები მიხვდნენ, რომ ნავთობი გახლდათ მნიშვნელოვანი საფუძველი ისლამური სახელმწიფოს შექმნისათვის. ისლამური სახელმწიფოს „შურამ“ („საბჭომ“) განაცხადა, რომ ნავთობს ისლამურ მოძრაობაში, მისი მისწრაფებების რეალიზაციის გზაზე, რომელიც ხალიფატის შექმნას ითვალისისწინებს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
2014 წლისათვის, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში სხვადასხვა მონაცემების მიხედვით რამდენიმე ათასიდან 200 ათასამდე მებრძოლი ირიცხებოდა. აღნიშნული, მსოფლიო ისტორიაში ალბათ ყველაზე სასტიკი და სისხლიანი ტერორისტულ დაჯგუფების მიერ სხვა პრიორიტეტებთან ერთად, საკუთარი ენერგეტიკული პროგრამაც კი იქნა შემუშავებული.

„ალ-ქაიდასგან“ განსხვავებით, რომელიც ძირითადად უცხოელ მდიდარ სპონსორებზე ამყარებდა იმედს, „ისლამური სახელმწიფოს“ ფინანსური სიძლიერე მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ნავთობის მონოპოლიურ წარმოებაზე იყო დაფუძნებული. ნავთობის ექსპორტის გარეშეც, „ისლამურ სახელმწიფოს“ შეეძლო საკუთარი არსებობის შენარჩუენა,  რადგანაც როგორც უკვე აღინიშნა სირიის და ერაყის ტერიტორიაზე იგი ნავთობის უზარმაზარ ბაზარს აკონტროლებდა.

კვლევის მიზანს წარმოადგენს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითადი ასპექტების დეტალური ანალიზი

მთავარი სიტყვები:
„ისლამური სახელმწიფო“, ტერორიზმი, ენერგეტიკა, საერთაშორისო კოალიცია

შესავალი:

როგორც ცნობილია, ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო, ხშირად ერაყისა და შამის / სირიის ისლამური სახელმწიფო ან დაიში / დაეში 2014 წლის 30 ივნისიდან ოფიციალურად ისლამური სახელმწიფო  სუნიტ  ჯიჰადისტთა ტერორისტული ორგანიზაციაა ერაყსა და სირიაში. დროთა განმავლობაში ე.წ. ისლამური სახელმწიფო ერაყისსირიისა და ლიბანის ნაწილს, ასევე მცირე ტერიტორიებს ლიბიაშინიგერიაშიავღანეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში აკონტროლებდა. ტერორისტების თავდაპირველ მიზანს მთლიანად ლევანტის, მათ შორის ლიბანისისრაელისპალესტინისიორდანიისსირიისერაყისკვიპროსისა და სამხრეთ თურქეთის ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება წარმოადგენდა, თუმცა 2014 წელს ისლამური სახელმწიფოს ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ მსოფლიო ჯიჰადი და სახალიფოს დაარსება გამოაცხადა. ორგანიზაციის რამდენიმე ლიდერმა განაცხადა, რომ 2003 წლის აშშ-ის ჯარების შეჭრამ ერაყში მიიყვანა ისინი ჯიჰადამდე ამერიკელების წინააღმდეგ, და ბიძგი მისცა მათ კონტროლი გაემყარებინათ არაბულ სახელმწიფოებზე (Freeman, 2015).
საერთაშორისო თანამეგრობაისლამურ სახელმწიფოს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
აქ ჩნდება კითხვა, რა არის „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნისა და იმის მიზეზი, რომ  რომისლამურ სახელმწიფოსსაკმაოდ ბევრი მხარდამჭერი აღმოაჩნდა?

რეაქცია დასავლური იმპერიალიზმის მიერ მუსლიმების ჩაგვრაზე, დასავლური კულტურის გამხრწნელ გავლენაზე, ისრაელ-პალესტინის გაუთავებელ კონფლიქტზე, რომელშიც არაბები ისრაელსა და აშშ- ადანაშაულებენ, აისახება პოლიტიკური ისლამის მზარდ როლზე. 2011 წელს დაწყებული არაბული გაზაფხული მალე დაჭკნა. თუკი არაბულ ქვეყნებში დაიწყებოდა დემოკრატიზაცია, რისი ფუჭი იმედიც გაუჩნდათ დასავლეთელ ექსპერტებს, ის რეალურად ისლამზე იქნებოდა დაფუძნებული. მართლაც, ეგვიპტეში ჩატარებულმა თავისუფალმა არჩევნებმა ხელისუფლებაში ისლამისტი პრეზიდენტი და მუსლიმური საძმო მოიყვანა. ეგვიპტის გენერალიტეტმა მალევე მოახდინა კონტრრევოლუცია და ქვეყანას კვლავ სამხედროები მართავენ, ისე, როგორც პრეზიდენტ მუბარაქის დროს. ასეთმა იმედგაცრუებამ ბევრ ისლამისტს ისლამური სახელმწიფოსაკენ წასვლისაკენ უბიძგა.

2003 წელს ერაყში დასავლეთის კოალიციის შეჭრას და სადამ ჰუსეინის დიქტატორული რეჟიმის დამხობას შედეგად მოჰყვა ქაოსი. მოხდა იქამდე მმართველი პარტიის ბაას-ის მრავალრიცხოვანი აქტივისტის მარგინალიზაცია. სუნიტური ელიტა შიიტურმა შეცვალა: ერაყის მოსახლეობის უმეტესობა შიიტია, რომელიც სადამის დროს იჩაგრებოდა. ახლა კი შიიტებმა დაიწყეს სუნიტების ჩაგვრა! ყოველ შემთხვევაში, სუნიტ ერაყელებს ასეთი აზრი გაუჩნდათ. სადამის დროინდელი ერაყის არმიის უმუშევრად დარჩენილი ოფიცრების ნაწილი ისლამურ სახელმწიფოს მიემხრო.

2014 წლისათვის, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში სხვადასხვა მონაცემების მიხედვით რამდენიმე ათეული ათასიდან 200 ათასამდე მებრძოლი ირიცხებოდა (Cockburn, 2015). აღნიშნული, მსოფლიო ისტორიაში ალბათ ყველაზე სასტიკი და სისხლიანი ტერორისტულ დაჯგუფების მიერ სხვა პრიორიტეტებთან ერთად, საკუთარი ენერგეტიკული პროგრამაც კი იქნა შემუშავებული.

ისლამური სახელმწიფოს ენერგეტიკული სტრატეგია

ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ სანავთობო სტრატეგიის ჩამოყალიბება დაახლოებით 2012 – 2013 წლებში ჩამოყალიბდა. ერაყის ქალაქ მოსულის დაკავებამდე, ჯიჰადისტები მიხვდნენ, რომ ნავთობი გახლდათ მნიშვნელოვანი საფუძველი ისლამური სახელმწიფოს შექმნისათვის. ისლამური სახელმწიფოს „შურამ“ („საბჭომ“) განაცხადა, რომ ნავთობს ისლამურ მოძრაობაში, მისი მისწრაფებების რეალიზაციის გზაზე, რომელიც ხალიფატის შექმნას ითვალისისწინებს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
 
მოსულის აღების შემდეგ, 2013 წლიდან ჯიჰადისტებმა მთელს აღმოსავლეთ სირიაზე დაამყარეს კონტროლი. ერაყის ჩრდილოეთში ახალ რეგიონებზე კონტროლის დამყარების შემდეგ კი „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში მდებარე აჯილისა და ალასის ნავთობსაბადოებზე დაამყარა კონტროლი. უკვე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების დაკავების შემდეგ, ჯიჰადისტებმა ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე გატანის მიზნით ქარხნებში დაქირავებული ინჟინრები მიავლინეს.  

შესაბამისად, ტერორისტებმა სპეციალური მომზადება გაიარეს. მათ თავიანთ რიგებში მოიზიდეს სპეციალისტები, რომლებიც საფინანსო ოპერაციებზე აგებდნენ პასუხს, თავის მხრივ, ტექნიკურ საკითხთა სპეციალისტები, საწვავის დატვირთვასა და მის შენახვაზე იყვნენ პასუხისმგებლები. მაგალითად, ტერორისტებმა კირკუკიდან და მოსულიდან მათ მიერ კონტროლირებად საბადოებზე ასობით ავტოცისტერნა მოიზიდეს, ხოლო შემდეგ კი ნავთობის მოპოვება და მისი ექსპორტიც კი დაიწყეს. ისინი დღეში საშუალოდ 150-მდე ცისტერნის შევსებას უზრუნველყოფდნენ, ხოლო თითოეულში დაახლოებით 10 000 დოლარის ღირებულების საწვავი ინახებოდა (Financial Times, 2016).
თავისი ზეობის პერიოდში, ე.წ. ისლამური სახელმწიფო აკონტროლებდა უმსხვილეს სანავთობო ტერიტორიებს სირიაში, რომელთაგან შესაძლებელია ხუთი მთავარი საბადო ვახსენოთ: ალ-ტანაკი, სადაც დღეში 16 ათასი ბარელის მოპოვებაა შესაძლებელი, ალ-ომარი (11 ათასი ბარელი/დღე-ღამეში), ალ-ჯაბსენი (2,5 ათასი ბარელი/დღე-ღამეში), ალ-ტაბხა (1,5 ათასი ბარელი/დღე-ღამეში), ალ-ხარატა (1 ათასი ბარელი/დღე-ღამეში). აღნიშნულ საბადოებზე ნავთობის მოპოვების საერთო მაჩვენებელი დღე-ღამეში 32 ათას ბარელს შეადგენდა.  ამავე დროს, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრები ნავთობის ფასს ბარელზე 20-დან 45 დოლარის ფარგლებში აფასებდნენ (Financial Times, ).
რაც შეეხება ერაყის ნავთობს, ამ ქვეყანაში 2015 წლის ოქტომბრის ბოლომდე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ ნავთობსაბადოები ჰიმრინი, ნაჯმა, კიარა, აჯილი, ბალადი, აი-ზაპა და ბატმანი, რომლებზეც საერთო ჯამში დღეში 80 000 ბარელი მოიპოვებოდა, თუმცა სხვადასხვა შეფასებებით, მოპოვება 120 ათას ბარელსაც აღწევდა. ქალაქ ტიგრიტის აღმოსავლეთით, ისლამური სახელმწიფო აჯილის ნავთობსაბადოს (მოპოვება: 25 ათასი ბარელი ნავთობი დღე-ღამეში და 150 მილიონი კუბური ფუთი გაზი) აკონტროლებდა, რომლის მეშვეობით  ქალაქის ელექტროსადგური იკვებებოდა.
საერთო ჯამში, ერაყში ტერორისტების მიერ, საერთო ჯამში დაახლოებით 28-30 ათასი ბარელი ნავთობის მოპოვება კონტროლდებოდა. შესაბამისად, ერთობლივად, სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაახლოებით 60-65  ათასი ბარელი ნავთობის მოპოვება ხორციელდებოდა, რაც დღეში დაახლოებით 18-19 მილიონი დოლარის შემოსავალს იძლეოდა, რაც წელიწადში დაახლოებით 650 მილიონ დოლარს შეადგენდა (ჭოჭუა, 2015).   
უკვე 2015 წლიდან, ერაყის სამთავრობო ძალები, ნავთობსაბადოებზე და საერთო ჯამში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებზე კონტროლის აღდგენის მიზნით, აქტიურ საბრძოლო მოქმედებებზე გადავიდნენ. მაგალითად, 2015 წლის ოქტომბრის ბოლოს, ერაყის ხელისუფლებამ, პროვინცია სალაჰ-ედ-დინის განთავისუფლებისა და ამ პროვინციაში სანავთობო ჭაბურღილებზე კონტროლის აღდგენის შესახებ განცხადება გააკეთა. თუმცა, მოგვიანებით, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებული კონტრშეტევის შედეგად, საბადოებზე კონტროლი კვლავ ჯიჰადისტებმა დაამყარეს (ჭოჭუა, 2015).   
2017 წლის განმავლობაში, ერაყის არმიამ კვლავ დაამყარა კონტროლი აღნიშნულ ტერიტორიაზე, მაგრამ იმ ათი თვის განმავლობაში, სანამ ქალაქს ჯიჰადისტები აკონტროლებდნენ, ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაახლოებით 450 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 

 „ისლამური სახელმწიფოს“ ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითადი თავისებურებანი

„ალ-ქაიდასგან“ განსხვავებით, რომელიც ძირითადად უცხოელ მდიდარ სპონსორებზე ამყარებდა იმედს, „ისლამური სახელმწიფოს“ ფინანსური სიძლიერე მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ნავთობის მონოპოლიურ წარმოებაზე იყო დაფუძნებული. ნავთობის ექსპორტის გარეშეც, „ისლამურ სახელმწიფოს“ შეეძლო საკუთარი არსებობის შენარჩუნება,  რადგანაც როგორც უკვე აღინიშნა სირიის და ერაყის ტერიტორიაზე იგი ნავთობის უზარმაზარ ბაზარს აკონტროლებდა, რომლის გამოყენებაც მას შიდა მოხმარებისთვისაც შეეძლო.

sainteresoa aRiniSnos, rom „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლირებად ტერიტორიაზე წარმოებული ბენზინი და დიზელი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში იყიდებოდა, ანუ იმ რეგიონში რომელსაც სირიელი ამბოხებულები აკონტროლებენ. მთელი ეს რეგიონი ჯიჰადისტების სათბობით მარაგდებოდა. ადგილობრივი საავადმყოფოები, მაღაზიები, სასოფლიო - სამეურნეო ტექნიკა, რომელიც მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოიფდა, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ წარმოებული ნავთობის შედეგად მარაგდებოდა. 

ერთ-ერთმა ტრეიდერმა Financial Times კორესპონდენტს განუცხადა, რომ ნავთობის შესყიდვის მიზნით, ის ყოველ კვირას მიემგზავრებოდა ალეპოში, რომელიც მეამბოხეების მიერ კონტროლდებოდა. მან ასევე განაცხადა, რომ ჯიჰადისტების ნავთობის გარეშე მეამბოხეთა არსებობაც შეუძლებელი იქნებოდა.

“ისლამური სახელმწიფოს” სტრატეგია ფორმირებადი სახელმწიფოს იმიჯს ეფუძნებოდა, იგი ნავთობის სფეროს მართვის პროცესში ეროვნული სანავთობო კორპორაციების გამოცდილებას ითვალისწინებდა. იმ სირიელთა მტკიცებით, რომელთა გადაბირებასაც „ისლამური სახელმწიფო“ ცდილობდა, აღნიშნული ტერორისტული დაჯგუფება ეძებდა ინჟინრებს, ჰპირდებოდა მათ კარგ ანაზღაურებას და „ადამიანური რესურსების დეპარტამენტში“ განცხადებების შეტანას სთავაზობდა.

„ისლამური სახელმწიფოს“ სამუშაო ძალის მოძრავი ჯგუფი
საბადოებს ამოწმებდა, კონტროლს და მონიტორინგს უწევდა ნავთობმოპოვების პროცესს და მუშების სამუშაო პირობებს იკვლევდა. ჯიჰადისტები „ემირებად“ სწორედ იმ ადამიანებს ნიშნავდნენ, რომლებიც ადრე საუდის არაბეთისა და თუ ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ნავთობკომპანიებში მუშაობდნენ. ეს ადამიანები ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტებს ხელმძღვანელობდნენ. “ისლამური სახელმწიფოს” წარმომადგენლები ასევე აქტიურად ეწეოდნენ ტექნიკური სპეციალისტების დაქირავებას. ერთ-ერთი დაქირავებულის მიერ გადმოცემული  ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პიროვნება სირიის პროვინცია დეირ ეზ-ზორში ნავთობის სფეროში იყო დასაქმებული, ხოლო შემდეგ კი მეამბოხეთა მეთაურიც გახდა. „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი სამხედრო ემირი ერაყიდან მასზე WhatsApp -ის მეშვეობით გავიდა.

ენერგეტიკის სფეროს კიდევ ერთი სპეციალისტი კი თავის მხრივ ყვებოდა, რომ „ემირი მას ნებიემიერ თანამდებობას დაჰპირდა, რომელსაც იგი მოისურვებდა, ასევე მას მომვალშიც შეეძლო მოეთხოვა ის თანხა, რომელიც მისთვის მისაღები იქნებოდა“. მაგრამ, ეს ადამიანი „ისლამური სახელმწიფოს“ პროექტებს სკეპტიკურად ეკიდებოდა და ამიტომაც თურქეთში გაიქცა. 

ამავე დროს, ისლამისტები თავიანთ მომხრეებს შორის თანამშრომლებს საზღვარგარეთაც ეძებდნენ. მოსულის აღების შემდეგ, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ჯიჰადისტების რიგებში გაწევრიანება არა მხოლოდ მებრძოლებს მოუწოდა, არამედ ინჟინრებს, ექიმებს და სხვა სპეციალისტებს. ასე მაგალითად, ერაყის ჩრდილოეთში, ქალაქ კაიარას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ახალი მენეჯერი გახდა ეგვიპტური წარმოშობის შვედეთის მოქალაქე, რის შესახებაც ინფორმაცია მოსულში მომუშავე ერაყელმა ინჟინერმა გადმოსცა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

ნავთობის მნიშვნელოვანი როლის შესახებ ასევე მეტყველებს ენერგეტიკის სექტორის სტატუსი „სახელმწიფო სტრუქტურებში“.

ასე მაგალითად, ისლამისტებთან ტერიტორიების მართვა ძალზედ დეცენტრალიზებული გახლდათ: ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელებად „ვალები“ („გუბერნატორები“) გვევლინებოდნენ, რომლებიც „შურას“ („ცენტრალური საბჭოს“) მითითებების საფუძველზე მოქმედებდნენ. მაგრამ ნავთობის სფერო, აგრეთვე სამხედრო ოპერაციები და მედიის აპარატი „უმაღლესი ცენტრალური ხელისუფლების“ დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. ამასთან დაკავშირებით, დასავლეთის სპეცსამსახურების მაღალჩინოსანმა განაცხადა: „ნავთობთან მიმართებაში ჯიჰადისტები ძალზედ ორგანიზებულად იქცევიან. იგი ე.წ. ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაშია და შესაბამისი დოკუმენტაციით მოქმედი წამყვანი დარგია. ენერგეტიკის სფეროს საქმიანობაში უშუალოდ შურაა ჩართული“ (Financial Times, 2015).

ისლამური სახელმწიფოს ნავთობის ემირი გახლდათ ტუნისელი აბუ საიაფი. პენტაგონის ინფორმაციით, იგი 2015 წლის მაისში იქნა ლიკვიდირებული.  ოპერაციას ამერიკის სპეცდანიშნულების რაზმი ახორციელებდა. როგორც ამერიკული და ევროპული სპეცსამსახურების წარმომადგენლები იუწყებოდნენ, „ემირის“ ოფისში აღმოჩენილ იქნა დოკუმენტები, რომელიც ჯიჰადისტების სანავთობო სექტორს ეხებოდა. ამით დამტკიცდა, თუ რამდენად სკურპულოზურად ხორციელდებოდა თითოეული დოკუმენტაციის მომზადება. მასში ზუსტად იყო ასახული დანახარჯები და შემოსავლები, რომლებიც საბადოებიდან მიიღებოდა. ისინი ასევე ფასწარმოქმნის პოლიტიკის მიმართ „ისლამური სახელმწიფოს“ მიდგომაზე მეტყველებდნენ.

ნავთობჭაბურღილების ინსპექციას „ისლამური სახელმწიფოს“ საიდუმლო პოლიცია “ამნიათი” ახორციელებდა. იგი აწარმოებდა შესაბამის დაკვირვებებს, რომ ნავთობიდან მიღებული შემოსავლები სწორი მიმართულებით ყოფილიყო წარმართული. აღნიშნული „ორგანიზაციის“ მცველები პატრულირებას უწევდნენ იმ საქაჩ სადგურებს, რომლებიც ნავთობის გადაქაჩვას მთელს პერიმეტრზე ახორციელებდნენ, ხოლო მოშორებით მდებარე საბადოები კი სპეციალური ქვიშის საყრელით იყო დაცული. თითოეული ტრედერი, რომელიც ნავთობის შესყიდვას აპირებდა, სპეციალურ კონტროლს ექვემდებარებოდა.

„ისლამური სახელმწიფოს“ განაწილების ქსელი

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში მდებარე ელ-ჰასაკას პროვინციაში მდებარე ნავბსადენ ალ-ჯიბსაში ყოველდღიურად 2500-300 ბარელი ნავთობი მოიპოვებოდა, რაც საშუალებას იძლეოდა, რომ დღის განმვალობაში 75 ბარელის მოცულობის 30-40 ავტოცისტერნა ყოფილიყო ავსებული. 

საერთო ჯამში, 2014-2015 წლებში „ისლამური სახელმწიფო“ ერაყისა და სირიის ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებდა და მის როგებში 31 000-მდე მებრძოლი (ტერორისტი) მოიაზრებოდა, რომელთაგან დაახლოებით 15 000 გახლდათ უცხო ქვეყნის მოქალაქე. ნავთობის საბადოებზე კონტროლის დაწესების შედეგად, იგი გახლდათ ყველაზე მდიდარი ტერორისტული ორგანიზაცია, რომლის შემოსავალი, 2014 წლის მონაცემებით, დღეში 2 მილიონ დოლარს უტოლდებოდა (ჭოჭუა, 2015).

დასკვნა

საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყისა და სირიის თითქმის მთელს ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა ნავთობსაბადოების ჩათვლით კონტროლი დაკარგა.
მაგალითად, 2018 12 დეკემბერს, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტის ხელმოწერისას განაცხადა, რომ აშშ-მა სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფო" დაამარცხა. მანამდე, 9 დეკემბერს, ტერორისტულ ორგანიზაციაზე გამარჯვების შესახებ გამოაცხადა ერაყის ხელისუფლებამაც. მიუხედავად ამისა, ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლები გრძელდება, შესაბამისად, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები კვლავ არსებობს (Imedi News, 2017).
კერძოდ, ამ ეტაპზე "ისლამური სახელმწიფო", როგორც ორგანიზებული სტრუქტურა, აღარ არსებობს, ის მანამდე დაპყრობილი ტერიტორიების მხოლოდ 3%- აკონტოროლებს. ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი მრავალრიცხოვანი ავიადარტყმების დროს ფიზიკურად იქნა ლიკვიდირებული. ყოველ შემთხვევაში, მისი ადგილსამყოფელის შესახებ ცნობილი არაფერია, ხოლო ალ-ბაღდადის შესაძლო მოკვლის შესახებ ცნობა, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2017 წლის ივნისში გაავრცელა, არავის დაუდასტურებია, მაგრამ არც უარუყვია.
ჩნდება კითხვა, ვინ დაამარცხა „ისლამური სახელმწიფო“? ბევრი ექსპერტიოს აზრით აღნიშნული ტერორისტული დაჯგუფების დამარცხებაში მონაწილეობა მიიღო სირიამაც, ერაყმაც, რუსეთმაც და საერთაშორისო კოალიციამაც აშშ-ის ხელმძღვანელობით, ასევე ადგილობრივმა მოხალისეებმა ქურთების შეარაღებულ რაზმებთან ერთად. სირიის არმია რუსეთის ავიაციის და ექსპერტების მხარდაჭერით ებრძოდა არამხოლოდ "ისლამურ სახელმწიფოს", არამედ სხვა ჯგუფებსაც, კერძოდ ბაშარ ასადის მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილ დაჯგუფებებს. აშშ მხარს უჭერდა ეგრეთ წოდებულ ზომიერ ოპოზიციას, რომლის დახმარებითაც აიღეს რაქა. ერაყის არმია საკუთარ ტერიტორიაზე იბრძოდა კოალიციის თვითმფრინავების და ამერიკელების დაახლოებით ხუთიათასკაციანი კონტინგენტის მხარდაჭერით.
მაგრამ არსებობს ერთი დიდი პრობლემა, კერძოდ, "ისლამური სახელმწიფო" სირიაში ერთადერთი ისლამისტური ძალა არ არის. ქვეყანაში მოქმედებს დაჯგუფება "ტაჰრირ ალ-შამი", რომელსაც სირიულ "ალ-ქაიდას" უწოდებენ. ის შეიარაღებულ ოპოზიციასაც ებრძვის და "ისლამურ სახელმწიფოსაც". ამასთან, სირიის ტერიტორიაზე საკუთარი ისლამური სახელმწიფოს შექმნა უნდა. ზუსტი ცნობები ამ დაჯგუფების წევრთა რაოდენობაზე არ არის. ის, სავარაუდოდ,  რამდენიმე ათასი მებრძოლისგან შედგება, რომლებიც ძირითადად იდლიბის პროვინციაში იბრძვიან.
რაც შეეხება ზოგად სიტუაციას სირიაში, იქ სახელმწიფოს მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ ბაშარ ასადის ძალები, რომლის გადადგომასაც, როგორც ჩანს, განსაკუთრებით აღარავინ ითხოვს. ჩრდილოეთის ტერიტორიები ეგრეთ წოდებულ "სირიულ ქურთისტანად" ან როჟავას რეგიონად გადაიქცა, რომელსაც ქურთულ-არაბული ალიანსი "სირიის დემოკრატიული ძალები" აკონტროლებენ. აშშ მხარს უჭერს ამ ავტონომიას, მეზობელი თურქეთი კი პირიქით, ქურთული რეგიონის შექმნის წინააღმდეგია, ბაშარ ასადს კი იმედი აქვს, რომ ოდესმე კონტროლს მთელ სირიაზე აღადგენს. მოკლედ, რეგიონში "ისლამური სახელმწიფო" დამარცხებულია, მაგრამ სირიაში მშვიდობაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა.
საერთო ჯამში, პენტაგონის მონაცემებით, დღეს სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" 3 ათასამდე წევრია დარჩენილი, რაც დაახლოებით ათჯერ ნაკლებია 2015 წლის მონაცემებზე, როდესაც "ისლამური სახელმწიფო" ვითარდებოდა და ახალ-ახალ ტერიტორებს იპყრობდა. ბევრი მოკლულია. მაგალითად აშშ-ში აცხადებენ, რომ მოკლულია 60-70 ათასი ტერორისტი, უფრო მეტი კი თავის სამშობლოში დაბრუნდა. დაბრუნებულები ამტკიცებენ, რომ ისლამისტები თურქეთის გავლით ევროპაში მიემგზავრებიან და ტერორისტულ საქმიანობას იქ განაგრძობენ. ამგვარად, "ისლამისტური სახელმწიფო" "ალ ქაიდას" ემსგავსება - ტერორისტულ ქსელს, რომელსაც კონკრეტული ცენტრი არ აქვს ((Imedi News, 2017)."ისლამურ სახელმწიფოს" ტერიტორიების დაპყრობისა და ბრძოლების წარმოებისათვის რესურსი აღარ გააჩნია, მაგრამ ტერორისტებს ევროპულ და ამერიკულ ქალაქებში აფეთქებების და თავდასხმების მოწყობა, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იდეოლოგიური თანამოაზრეების გადაიბირება შეუძლიათ.

ლიტერატურის სია:

Financial Times (2016). How oil feeds the jihadists terror. Retrieved from: http://inosmi.ru/world/20151030/231100459.html


Voprosnik.net (2015). Нефтянные доходы ИГИЛ. Retrieved from: http://voprosik.net/neftyanye-doxody-igil/

იმედი ნიუსი (2017). ისლამური სახელმწიფო აღარ არსებობს. ტერორისტები საბოლოოდ დამარცხდნენ? მასალა მოძიებულია საიტიდან: https://imedinews.ge/ge/theme/161/islamuri-sakhelmtsipo-agar-arsebobs-teroristebi-sabolood-damartskhdnen
ჭოჭუა, დ. (2015). განახლებული ხალიფატი: რატომ არ არის „ისლამური სახელმწიფო” უნიკალური? საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი.



Islamic State" as a new acctor of international terrorism and its role in energy                  policy
Nika Chitadze
Caucasus International University
Director of The Center for International Studies in International Black Sea University

Ketevan Jebisashvili
Researcher of The Center for International Studies in International Black Sea University

Abstract

So called "Islamic State" Established it’s oil strategy  in  2012 - 2013.
Before Jihadists took control over Iraqi city of Mosul, they realized that oil was an important basis for the establishment of an Islamic State.


"Shuram", the council of so called “Islamic State” , noticed that   in the way of  creation  a Caliphate,  oil plays an important role.

As For 2014, the total force size of ISIL has been estimated from 20  thousand to over 31 thousand terrorists. This “organization” perhaps is the most cruel and bloody terroristic group in the world history, along with other priorities, ISIL has even developed its own energy program.

Conversely from "Al-Qaeda", which had dependence on  foreign sponsors, the financial strength of the "Islamic State" was based on oil monopoly production in the areas  which it was  controlling.
Without the oil export, the "Islamic State" could maintain  its existence, as it has already been noted on the territory of Syria and Iraq, it controlled a huge market of oil.
The purpose of the research is detailed analyse of the main aspects of ISIL’s energy policy.



Comments

Popular posts from this blog

Coronavirus and its possible impact on the world economy on the examples of international oil production and oil prices

    By: Nika Chitadze President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia – International and Security Research Center Director of the Center for International Studies Professor of the International Black Sea University In terms of social-economic aspects related to COVID 19, International Community is faced before the following sad reality. According to the International Monetary Fund, if humanity manages to defeat Coronavirus by the end of 2020, then the world economy will shrink by about 3%, which is a relatively optimistic scenario. By the other words, the world will suffer much worse if the international community fails to defeat Coronavirus by the end of this year. It is noteworthy that during the economic crisis of 2008-2009, the world economy shrank by only 0.08%.  As for the 3% decrease of the world economy during the year, it can be assumed that if according to today's data, the world's Gross Domestic Product

Situation in the Middle East and Black Sea Region and Possible Restarting of Turkish-American Relations

Nika Chitadze Director of the Center for International Studies of International Black Sea University President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia – International and Security Research Center Professor of the International Black Sea University     Introduction It is well known that military-political cooperation between the two leading NATO states, the United States and Turkey, has deteriorated significantly over the past two years. Specifically, if both countries are interested in ending the Assad regime in Syria, Washington and Ankara may be the main reason for US dissatisfaction with Syria - mainly the military support of Kurdish formations fighting the Assad regime on the Turkish state border. For its part, Turkey views armed formations created by Syrian Kurds as terrorists. In addition, official Ankara fears that a possible intensification of separatism in the Syrian - populated region of Syria could have an effect on activating

Russian Foreign policy

By Nika Chitadze Ph.D. President of the George C.Marshall Alumni Union,Georgia-International and Security Research Center  Partnership for Peace Consortium of Defense Academies and Security Studies Institutes. Partnership for Peace Information Management System. http://members.pims.org/groups/george-c-marshall-alumni-union-georgia. George C. Marshall Center. Garmisch-Partenkirchen, Germany. June, 2008.     Russian Foreign policy Today’s world is the whole society, linked tightly with each other, sharing different cultural values, economy, natural resources, huge flow of information, as a result state couldn’t be viewed as an isolated, separate entity, but as the part of the globalized world. Civilization leads us towards globalization or may be in contrary… rejection of globalization gives nothing but crisis, (as an example can be considered Iran, North Korea…).   Modern, developed government couldn’t exist without international relations; however here we don’t ha