Skip to main content

რამდენიმე მოსაზრება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი ასპექტების შესახებ


ნიკა ჩიტაძე












ჯორჯ მარშალის კურსდამთავრებულთა კავშირი, საქართველო - საერთაშორისო და უსაფრთხოიების საკითხების კვლევის ცენტრის პრეზიდენტი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი

ევროპის უნივერსიტეტის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი


მიმდინარე წლის 26 მაისს, საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 102-ე წლისთავი აღნიშნა.  
აღნიშნულთან დაკავშირებით ალბათ მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას რამდენიმე გარემოებას 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების შესახებ. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი აკრიტიკებს იმდროინდელ მმართველ ძალას, საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, პირველ რიგში კი იმის გამო რომ მან ვერ შეძლო საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ჩემის აზრით, მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკურ-იდეოლოგიური თვალსაზრისით გახლავათ მემარჯვენე შეხედულების ადამიანი და ჩემთვის არც თუ ისე მისაღებია მემარცხენე - სოციალ-დემოკრატიული იდეები, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს იმ დადებითი მომენტების შესახებაც, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებისა და მთლიანად ქართველი ხალხის მიერ 1918-1921 წლებში იქნა მიღეწეული, კერძოდ:
1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რამდენიმე თვეში საქართველოს ეროვნული გვარდიის ნაწილებმა დაამყარეს კონტროლი აფხაზეთზე, საიდანაც განდევნილ იქნა დენიკინის მეთაურობით მოქმედი რუსეთის თეთრგვარდიელთა ნაწილები, ხოლო ჩვენმა ჯარმა ქალაქ ტუაფსეს (ისტორიული ნიკოფსია) მიაღწია;
1918 წლის ბოლოსა და 1919 წლის დასაწყისში ქართულმა ჯარებმა დაამარცხეს და საქარველოდან განდევნეს დიდი ბრიტანეთის მიერ მხარდაჭერილი სომხეთის არმია;
1919 წელს ჩატარდა საქართველოს საკანონმდებლო ორგანის - დამფუძნებელი კრების არჩევნები, სადაც მონაწილეობა მიიღებს ქალებმა. ანუ საქართველო გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ქალებმა მიიღეს საარჩევნო უფლება, ხოლო რამდენიმე ქალბატონი საკანონმდებლო ორგანოს წევრადაც იქნა არჩეული;
შეიქმნა მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემა. კერძოდ, საქართველოს დამფუძნებელი კრება წარმოდგენილი იყო 41 ოპოზიციონერი დეპუტატით - სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლით (მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ პარლამენტში 109 დეპუტატის გაყვანა მოახერხა);
1920 წლის მაისში საქართველომ შეძლო წითელ ხიდთან საბჭოთა რუსეთის ჯარების შეჩერება და უკუქცევა. რამდენიმე დღეში საბჭოთა რუსეთი იძულებული გახდა ეცნო საქართველოს დამოუკიდებლობა;
საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ჩაეხშო ბოლშვიკური რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ამბოხი ცხინვალის რეგიონში, და დაემყარებიან კონტროლი ისტორიულ სამაჩაბლოზე;
დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე). საქართველოში ფუნქციონირებდა 500-ზე მეტი ქართული სკოლა;
საქართველოში ფუნქციონირებდა 5 ათასამდე სხვადასხვა წვრილი საწარმო. ასევე ფუნქციონირებდა ბაქო-თბილისის ნავთობსადენი, რომლის მეშვეობით საქართველო ტრანზიტის სანაცვლოდ უფასოდ იღებდა ნავთობს;
1921 წელს მიღებული კონსტიტუციის მიხედვით, საქართველომ მიანიჭა ყველა უფლება ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს. კონსტიტუციის 107- მუხლის მიხედვით ავტონომიით სარგებლობდნენ აფხაზეთი, აჭარა და საინგილო (ისტორიული ჰერეთი);
1918-1921 წლებში საქართველოს ტერიტორიის ფართობი შეადგენდა დაახლოებით 90 ათას კვადრატულ კილომეტრს;
დიპლომატიურ ასპარეზზე მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი წარმატებები. საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობა აღიარა 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ანტანტის უმაღლესმა საბჭომ;
მარტოდ დარჩენილმა საქართველომ, გვარდიის მცირერიცხოვანი ნაწილებით (დაახლოებით 30 ათასი სამხედრო მოსამსახურე), მედგარი წინააღმდეგობა გაუწია 5 მხრიდან შემოჭრილ საბჭოთა რუსეთის მრავალრიცხოვან ჯარებს. 25 თებერვალს ბოლშვიკური რუსეთის ჯარების თბილისში შესვლის შემდეგ (ორი კვირა მედგარი წინააღმდეგობის გამო მათ ვერ შეძლეს თბილისში შემოსვლა), საქართველო წინააღდეგობის გაწევას 1921 წლის 17 მარტამდე აგრძელებდა, ხოლო ეროვნული გვარდიის ნაწილებმა შეინარჩუნეს ბათუმი.
ეროვნული ძალები 1924 წლის ჩათვლით აგრძელებდნენ ბოლშევიკური რუსეთის უზარმაზარი იმპერიის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლას.
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართევლოს !!!


Comments

Popular posts from this blog

რამდენიმე მოსაზრება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ისტორიაზე რუსეთის მიერ საქართველოს ორი ისტორიული ტერიტორიის შესახებ რეალური სიმართლის დამახინჯების მცდელობის საწინააღმდეგოდ ვლადიმერ პუტინის ინტერვიუს მაგალითზე

ნიკა ჩიტაძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ჯორჯ მარშალის სახელობის ცენტრის კურსდამთავრებულთა კავშირი, საქართველო - საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის პრეზიდენტი  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო კვლევების  ცენტრის დირექტორი ელ-ფოსტა: nchitadze@ibsu.edu.g e ტელ: (+995 577465300) აბსტრაქტი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული პოლიტიკის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს შედეგს „ჩრდილოელი მეზობლის“ მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ოკუპაცია წარმოადგენს, შეშფოთების დამატებით საფუძველს ოფიციალური კრემლის მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების პოლიტიკის წარმოება წარმოადგენს. აღნიშნულის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ისტორიული ფაქტების დამახინჯება, როდესაც მოსკოვი მაქსიმალურად ც...

Coronavirus and its possible impact on the world economy on the examples of international oil production and oil prices

    By: Nika Chitadze President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia – International and Security Research Center Director of the Center for International Studies Professor of the International Black Sea University In terms of social-economic aspects related to COVID 19, International Community is faced before the following sad reality. According to the International Monetary Fund, if humanity manages to defeat Coronavirus by the end of 2020, then the world economy will shrink by about 3%, which is a relatively optimistic scenario. By the other words, the world will suffer much worse if the international community fails to defeat Coronavirus by the end of this year. It is noteworthy that during the economic crisis of 2008-2009, the world economy shrank by only 0.08%.  As for the 3% decrease of the world economy during the year, it can be assumed that if according to today's data, the world's Gross Domestic Pr...

Some views on Russia's possible support of terrorism on the example of cooperation between Kremlin and the Taliban movement in Afghanistan

By: Nika Chitadze President of the George C. Marshall Alumni Union, Georgia - International and Security Research Center  Professor of the International Black Sea University Invited Professor of the European University and Caucasus International University Director of the Center for International Studies   Introduction As it is known for the international community, in recent years, there has been a discussion within the international community about the widespread information that Russia has been secretly supporting the Taliban for many years in order to activate resistance of this terrorist group against US Armed forces in Afghanistan. However, US President Donald Trump wrote on Twitter that the relevant reports obtained by US intelligence were not considered credible, and the Kremlin and the Taliban also denied reports that representatives of GRU - Russian military intelligence department   were paying money to the Taliban and offering...